fbpx

წვერის მოვლის 4 ყველაზე საჭირო პროდუქტი

წვერის მოვლის 4 ყველაზე საჭირო პროდუქტი

წვერის მოვლა საჭიროებს დიდ მოთმინებას და დროს. ბარბერსთორი გთავაზობთ წვერის მოვლის პროდუქციას, რომელიც დაგეხმარებათ წვერის დარბილებაში, სიჯანსაღეში და ეფექტურობაში. ამ პოსტში განვიხილავთ წვერის მოვლის 4 ყველაზე საჭირო და აუცილებელ პროდუქციას.

რა ეფექტი აქვს წვერის ზეთს? წვერის ზეთი არის უმნიშვნელოვანესი გრუმინგის პროდუქტი, რომელიც გეხმარებათ ნებისმიერი ტიპის წვერის გაზრდაში. წვერის ზეთი დამზადებულია ეთერზეთებისაგან, რომელიც უამრავ კომპონენტს შეიცავს რაც წვერის გაზრდას უწყობს ხელს.

საკმაოდ მნიშვნელოვანია წვერის ორგანული ზეთების გამოყენება, ვინაიდან საუკეთესო საშუალებაა უხეში წვერის მოსავლელად. სუფთა ინგრედიენტები გეხმარებათ წვერისთვის სასურველი სტილის მიცემაში. წვერის ზეთს ორმაგი დანიშნულება აქვს. იგი გეხმარებათ კანის დატენიანებაში და არბილებს თქვენს წვერს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია.

მამაკაცების უმეტესობას აწუხებს ქავილი, რომელიც უხეში წვერით არის გამოწვეული. ამისათვის საუკეთესო საშუალება წვერის ზეთია, რომელიც დაგეხმარებათ ამ ქავილის მოშორებაში.

მამაკაცებისთვის, რომლებიც ცდილობენ წვერის გაზრდას, წვერის ზეთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ვინაიდან წვერის ზრდის პირველ თვეებში კანის გაღიზიანება საკმაოდ რთულია, რასაც იდეალურად შველის წვერის ზეთი.

ზეთი გეხმარებათ წვერის ოპტიმალურ მდგომარეობაში მიყვანაში, აძლევს მას ჯანსაღ ვიზუალს და იცავს თმას მტვრევისაგან. წვერის ზეთის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არომატი. წვერის ზეთების უმეტესობას თავისი არომატი აქვს, ასე რომ მნიშვნელოვანია აარჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენ მოგწონთ. ბარბერსთორი გთავაზოვთ 5 განსხვავებული არომატის წვერის ზეთს Adolph Beard Oil 30მლ , Vanilla Beard Oil 30მლ ,Cedarwood Beard Oil 30მლ,  Sandalwood Beard Oil 30მლ ,Tobacco Beard Oil 30მლ.

აირჩიეთ ორგანული ზეთი თქვენთვის სასურველი არომატით, რის შედეგადაც თქვენს წვერს იდეალური ვიზუალი და სურნელი ექნება.

როდესაც გრუმინგს ეხება საქმე, ყველაზე პოპულარული ტრენდი არის წვერის შამპუნი. ეს პროდუქცია სპეციალურად დამზადებულია უხეში წვერისა და წვერის ქვეშ არსებული კანისათვის. წვერის შამპუნი, სტანდარტული შამპუნისაგან განსხვავებულად მზადდება და ამისათვის კარგი მიზეზიც არსებობს.

თქვენი წვერის ქვეშ არსებული კანი საკმაოდ მგრძნობიარეა და ორგანული ინგრედიენტები, რომლებიც წვერის შამპუნშია, გეხმარებათ კანის გაღიზიანებისგან დაცვაში და თქვენს წვერს უფრო ჯანსაღ ვიზუალს აძლევს.

თუ კი წვერი საკმაოდ უხეშია, გაზრდის პროცესი ძალიან არაკომფორტული იქნება მამაკაცების უმეტესობისათვის სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი, რატომაც მამაკაცები იპარსავენ წვერს პირველ ორ თვეში. წვერის შამპუნი გაწმენდს თქვენს წვერს და დაგეხმარებათ მოიშოროთ უსწორმასწორო თმები, ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები.

შედეგად მიიღებთ რბილ და მოვლი წვერს, რომელიც თავისუფალი იქნება უსწორმასწორო თმებისაგან. მიუხედავად იმისა რომ წვერის შამპუნი შეიძლება ძვირი იყოს, დაიმახსოვრეთ რომ მხოლოდ მცირე ოდენობა გჭირდებათ, რათა ნორმალურად გაწმინდოთ წვერი. ბარბერსთორის წვერის შამპუნი 170მლ შეფუთვაშია და იგი საშუალოდ 4-5 თვის მარაგია. რეკომენდირებულია კვირაში 2-3-ჯერ დაბანვა შამპუნით.

გრძელი და სქელი წვერის მქონე ადამიანები მეტ სარგებელს მიიღებენ მაღალი ხარისხის შამპუნისაგან. ჩვეულებრივი შაპუნი აშორებს ბუნებრივ ზეთებს წვერისაგან და საკმაოდ სუსტ მდგომარეობაში ტოვებს წვერს.

წვერის შამპუნი გეხმარებათ უხეჭი წვერის დატენიანებაში და ამცირებს უსწორმასწორო წვერის წარმოქმნას. წვერის შამპუნის გამოყენება შხაპის ყოველი მიღებისას, დაგეხმარებათ ყველაზე უხეში წვერის მორჯულებაშიც კი.

შამპუნი ამარტივებს სავარცხლის გამოყენებას, რითიც შეგიძლიათ ბალზამი წაისვათ სახეზე. წვერის შამპუნი შეამცირებს უსწორმასწორო თმების რაოდენობას სახეზე.

წვერის გაზრდისას მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ პირველი კვირები ყველაზე რთულია მამაკაცისათვის, ვინაიდან კანი ადვილად ღიზიანდება რაც დროის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს სახეზე.

წვერის შამპუნი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს წვერის გაზრდა და გაუადვილებს რთული ეტაპების გავლას. წვერის შამპუნი დაარბილებს თმას და მოაშორებს მკვდარ უჯრედებს რომლებიც თქვენს სახეზე იქნება დარჩენილი.

წვერის ბალზამი გეხმარებათ წვერის დატენიანებაში და ამავდროულად ამცირებს ყველანაირ დისკომფორტს, რაც წვერის ამოსვლას მოჰყვება. წვერის ბალზამის მიღება დაგეხმარებათ თმის დარბილებაში და შეგიმცირებთ ქავილის სურვილს.
მთავარია ბალზამი წაისვათ თმის თითოეულ ღერზე რათა მაქსიმალურად დაკტბეთ შედეგით. ბალზამი წასმის მომენტიდან საკმაოდ დიდხანს ძლებს ასე რომ პრობლემა არ გექნებათ.

წვერის ბალზამი შესანიშნავად მოქმედებს გამომშრალი კანის წინააღმდეგ. წვერის გამოშრობისგან დაცვა საკმაოდ მნიშვნელოვანია ვინაიდან ვიზუალზე მოქმედებს. ერთერთი უმთავრესი ფაქტორია წვერის ბალზამის დაცვითი თვისებები. ბალზამი თქვენს წვერს იცავს ქარისა და ზედმეტი მზისაგან.

მაღალი ხარისხის ორგანული წვერის ბალზამი მატებს თქვენს წვერს ბზინვარებას, განსაკუთრებით ეფექტურია სქელ და გრძელ წვერზე.

თქვენ შეამჩნევთ რომ თქვენი წვერი არამარტო დარბილდება, არამედ ვიზუალითაც გამოკეთდება. საუკეთესო დრო წვერის ბალზამის მისაღებად არის შხაპის მიღების შემდეგ ან მაშინ როდესაც თქვენი წვერი დარბილებულია.

უბრალოდ ფრჩხილის ზომის მასა წაისვით ხელის გულზე და შეიზილეთ წვერზე, აუცილებლად მოათავსეთ იგი თითოეულ წვერის ღერზე.

დაიმახსოვრეთ, რომ მცირე ოდენობის წვერის ბალზამი საკმაოდ დიდხანს გაგიძლებთ, ასე რომ დაიმასაჟეთ წვერი და წვერის ქვეშ არსებული კანი ბალზამით.

უამრავი ტიპის წვერის სავარცხელი არსებობს, რომლებიც მამაკაცებს ეხმარებიან წვერის მოვლაში.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მატერიალები, რომლისგანაც დამზადებულია წვერის სავარცხელი. პირველი რაც სავარცხელში უნდა გაითვალისწინოთ არის სავარცხელის პირები. გრძელი წვერის მქონე მამაკაცებისათვის ყოველთვის სასურველია ფართე პირების მქონე სავარცხელი რათა ეფექტურად შეძლონ წვერის დავარცხნა. მოკლე წვერის მქონე მამაკაცებისთვის უკეთესია სავარცხელი მოკლე პირებით.

წვერის სავარცხლების უმეტესობა დამზადებულია მეტალის, პლასტმასის ან ძვლისაგან. ფასიც შესაბამისად განსხვავებულია.

უკეთესი ხარისხის სავარცხლები გრძელი წვერისთვისაა დამზადებული. პატარა პლასტმასის სავარცხლები იდეალურად გამოიყენება მათთვის, ვისაც მოკლე წვერი აქვს. რა ტიპის სავარცხელიც არ უნდ აირჩიოთ, გაითვალისწინეთ რომ გრუმინგის ეს ხელსაწყო თქვენს წვერს მხოლოდ სტილს არ უცვლის.

კიდევ ერთი კარგი ხელსაწყო წვერის მოვლისათვის არის წვერის ფორმის გამომყვანი სავარცხელი. სავარცხელი გამოიყენება იმისათვის, რომ კარგად გადაანაწილოს წვერის ზეთები და ბალზამი თმაზე. მისი დახმარებით, არ დარჩება წვერზე ადგილი, სადაც ბალზამი ან ზეთი ვერ შეაღწევს.

ფართე პირების მქონე სავარცხლები ეხმარება თმას გაშლაში და წვერის ძირებამდე ჩადის. შეიძინეთ ისეთი სავარცხელის ნაკრები, რომელსაც მოჰყვება წვერის ზეთები და ბალზამი.

სავარცხელი არამხოლოდ გრუმინგში გეხმარებათ, არამაედ აშორებს მკვდარ უჯრედებს თქვენი კანიდან.

მნიშვნელოვანია რომ აირჩიოთ სწორი სისქმის პირების მქონე სავარცხელი თქვენი წერისათვის. თუ კი დაუკვირვებლად აირჩევთ სავარცხელს, შეიძლება თმა არასწორად აგყვეთ და კანი გაიღიზიანოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *