fbpx

წვერის ზეთი და ბალზამი

წვერის ზეთი და ბალზამი

Tsveris Zeti

ხშირად მომხმარებლებს მცდარი წარმოდგენა ექმნებათ წვერის ზეთსა და ბალზამზე, რადგან მათ თითქმის ერთი და იგივე ეფექტი აქვთ წვერზე. მათ არ იციან თუ რომელი პროდუქტი აირჩიონ და შეიძინონ. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ის დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი სახის წვერს ატარებთ, გრძელს თუ მოკლეს, ასევე როგორია თქვენი კანი, მშრალი თუ ცხიმიანი, სად მუშაობთ, სად გიწევთ მოძრაობა და სხვა უამრავ ფაქტორზე, ამიტომ ჩვენ ყოველთვის გირჩევთ ორივე პროდუქტის შეძენას, რადგან წვერის მოვლის საშუალება არასდროს არის ზედმეტი, რაც უფრო ფართო არჩევანი გვექნება წვერის მოსავლელად, მით უკეთესს შედეგს მივიღებთ, ეს შედეგი კი ჩვენს ირგვლივ მყოფებზეც მოახდენს ზეგავლენას.

წვერის ზეთი – Tsveris Zeti

ეს გახლავთ წვერის მოვლის ძირითადი საშუალება. tsveris zeti რეკომენდირებულია ყველა ზომის წვერისთვის, მაგრამ ძირითადად გამოიყენება წვერის ზრდის ადრეულ სტადიაზე. მისი დამატენიანებელი ფაქტორები ეხმარება წვერის  ქერტლის მკურნალობას, ასევე ამშვიდებს, ატენიანებს თმას და ამცირებს ქავილს. მისი თხევადი ფორმა ეხმარება მას მთელს წვერზე სწრაფად გავრცელებაში, ასევე ადვილად აღწევს კანამდე თუ წვერი მოკლე ან საშუალო სიგრძის არის. მისი სასიამოვნო სურნელი უფრო მიმზიდველს ხდის თქვენ წვერს, ამიტომ წვერის ზეთს უამრავი კარგი თვისება აქვს, რომელიც თქვენს წვერს დაეხმარება სიჯანსაღეში და ზრდაში.

წვერის ბალზამი – Tsveris balzami

ბალზამი შესანიშნავი პროდუქტია მამაკაცებისთვის საშუალო და დიდი ზომის წვერისთვის, მაგრამ ასევე კარგი არჩევანია, თუ თქვენი კანი უფრო მშრალია. ბალზამი შეიქმნა იმისთვის, რომ ზეთზე მაღალი სიბლანტე ჰქონოდა – რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო სქელია ტექსტურაში და მის შეწოვას მეტი დრო სჭირდება.ბალზამი რეალურად გარს ეკვრის თქვენს წვერს და კანს, ზეთისგან განსხვავებით მას  უფრო დიდი დრო სჭირდება შეწოვისთის, რაც მოგცემთ უფრო მკვებავ და ხანგრძლივ ტენიანობას, ასევე მატებს ბზინვარებას წვერს. ბალზამის სიბლანტე ეხმარება წვერს ფორმის შენარჩუნებაში, ამიტომ მისი საშუალებით შეგვიძლია წვერს სასურველი ფორმა მივცეთ, შესაბამისად tsveris balzami შესანიშნავი საშუალება გახლავთ წვერის მოვლისთვის და მისთვის სასურველი ფორმის მიცემისთვის.

შეგვიძლია თუ არა ორივე ერთდროულად მოვიხმაროთ ?

რა თქმა უნდა შეგვიძლია, უბრალოდ სწორად უნდა განვსაზღვროთ რაოდენობა, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება თმის გამოფიტვა გამოიწვიოს. საბოლოოდ სასურველია ორივე პროდუქტის შეძენა და მათი სწორად მოხმარება. წვერი მამაკაცებისთვის ღირსეული ატრიბუტია, ამიტომ მას მოვლა სჭირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *