fbpx

Adolph Beard Oil (ორგანული წვერის ზეთი)

25.0040.00

ჩვენი პრემიუმ ხარისხის წვერის ზეთი იცავს თქვენს წვერს გამოშრობისაგან, ატენიანებს კანს და აძლევს წვერს ბზინვარებას. ჩვენი პროდუქცია აღმოფხვრის ყოველგვარ ქავილისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს, რაც თან ახლავს გამომშრალ კანსა და წვერს.

შემადგენლობა: არგანის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ვიტამინი ე, მზესუმზირის ზეთი.

გასუფთავება

აღწერა

ბუნებრივი ინგრედიენტები, რათა დაიცვათ და დაატენიანოთ თქვენი წვერი და სახე

ჩვენი ბრენდული წვერის ზეთი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან როგორიცაა არგანის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ვიტამინი ე, მზესუმზირის ზეთი. მშვიდად იქნებით, რადგან გეცოდინებათ რომ მთლიანად ნატურალურ წვერის ზეთს იყენებთ, რაც უზრუნველყოფს თქვენს კანსა დაწვერს ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ცხიმოვანი მჟავებით, და გიტოვებთ სიჯანსაღის შეგრძნებას.

თუ თქვენი წვერი გამომშრალია, შესაბამისად კანიც იმავე მდგომარეობაში იქნება, რასაც ქავილის შეგრძნებაც დაემატება.  წვერის ზეთის გამოყენების შედეგად, მოიშორებთ ქავილის შეგრძნებას, ვინაიდან ეს ზეთი თქვენი წვერის თითოეულ ღერზე მოქმედებს და შესაბამისად თქვენი წვერი და კანი კარგად დატენიანებული იქნება.

დახვეწილი არომატი

ჩვენ არა მარტო ისეთი ზეთის შექმნა გვსურდა, რომელიც თქვენს წვერზე იდეალურად იმოქმედებდა, არამედ გვინდოდა რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც თქვენს წვერს სასიამოვნო არომატს დაუტოვებდა და ჩვენ ეს შევძელით! სასიამოვნო არომატით გაიჟღინთება ჰაერი თქვენს ირგვლივ, რაც მხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით როგორც თქვენ, ასევე გარშემომყოფებსაც.

მოთავსებულია პატარა ბოთლებში რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე

ამაყად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მიერ დამზადებული შეფუთვები, უზრუნველყოფენ წვერის ზეთის შენახვის ხარისხს, რითაც საბოლოოდ თქვენი წვერი იღებს სარგებელს. პატარა ბოთლები(30მლ და 50მლ) სპეციალურად ავირჩიეთ, რათა ვუზრუნველვყოთ პრემიუმი ხარისხი ზეთებში და შუშის ბოთლებიც იმისთვის ავირჩიეთ, რომ არ დაირღვეს ზეთის მთლიანობა და არ მოხდეს მისი ჰაერთან კონტაქტი.

დამატებით ინფორმაცია

ზომა

30 გრამი, 50 გრამი

Reviews

არაა შეფასებები.

იყავი პირველი და შეაფასე “Adolph Beard Oil (ორგანული წვერის ზეთი)”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • წაისვით მას შემდეგ რაც აბაზანიდან გამოხვალთ, რადგან ამ დროს თქვენი წვერი დარბილებულია და მარტივადაა შესაძლებელი მისი მართვა.
  • გამოიყენეთ წვერის სავარცხელი ან ჯაგრისი რათა თანაბრად გადაანაწილოთ ზეთი თქვენს წვერზე.
  • დაისხით თითის წვერებზე და გაუხახუნეთ თითები ერთმანეთს, რათა ზეთი თანაბრად გადანაწილდეს. წაისვით ზეთი წვერის ქვეშ კანზე და გადაანაწილეთ წვერზე. სასურველია ეს პროცესი დაასრულოთ ბარბერსთორის წვერის ჯაგრისით ან სავარცხლით.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ…