ესეიგი გადაწვიტეთ წვერი მოუშვათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს მარტივი საქმე არ არის, მითუმეტეს თუ არ იცით როგორი შედეგი გექნებათ. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და მოგცეთ მიმართულება, რათა თქვენი გემოვნების შესაბამისი წვერი გქონდეთ.
კვირა 1
თუ გაპარსულ წვერს ხართ მიჩვეული მაშინ პირველი კვირა დამოკიდებულია იმაზე თუ რა არ უნდა გააკეთოთ. გაითვალისწინეთ: უფრო და უფრო უცნაური იქნება თქვენთვის პირველი კვირა და გენდომებათ რომ ამოსული წვერი გაიპარსოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს. თუ გამოიჩენთ საკმარის მოთმინებას, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
მესამე დღის შემდეგ გაგიჩნდებათ ქავილის სურვილი. აუცილებლად შეეწინააღმდეგეთ ამ სურვილს, რათა არ დაგიზიანდეთ კანი და არ შეგეჭრათ ინფექცია. ქავილის სურვილის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ ბარბერსთორის წვერის ზეთი, რომელიც უნდა მიიღოთ ყოველი დღის დასაწყისში, რათა კანი რბილი იყოს.
კვირა 2
ეს კვირა ძირითადად დაკვირვებას მოიცავს: თქვენ უკვე გეცოდინებათ რა ფორმის წვერი გექნებათ – რომელ ადგილებში იქნება სქელი და რომელ ადგილებში უხეში. წვერის გაზრდა კვლავ პრიორიტეტული იქნება, შესაბამისად უნდა გაუმკლავდეთ გაპარსვის ან გასწორების სურვილს. თუ კი სურვილი გექნებათ კარგი იქნება თუ კი წვერის ზრდის დამაჩქარებელ ზეთს გამოიყენებთ. ქავილის სურვილი კვლავ გექნებათ ასე რომ გააგრძელეთ წვერის ზეთის გამოყენება.
კვირა 3
გილოცავთ! ყველაზე რთული პერიოდი ჩამოიშორეთ. ამ ეტაპზე ქავილის სურვილი თითქმის აღარ გექნებათ და თქვენს წვერს უკვე შესაფერისი ფორმაც ექნება მიღებული. კარგი დროა წვერის შამპუნისა და წვერის ჯაგრისის გამოსაყენებლად. თქვენ შეგიძლიათ უხეში ბოლოები საპარსით მოიშოროთ მაგრამ არ შეეხოთ იმ თმას, რომლის დატოვებასაც აპირებთ.
კვირა 4
მეოთხე კვირა საძირკველია თქვენი წვეროსანი ცხოვრების. ქავილის სურვილი უკვე საერთოდ გამქრალი გექნებათ, წვერის დაბოლოებებიც უხეში აღარ იქნება და უკვე გეცოდინებათ რა ფორმის წვერი გექნებათ სამომავლოდ. აუცილებელია ისეთი სტილი შეარჩიოთ რომელიც თქვენ 100%-ით მოგეწონებათ.