სხვადასხვა სახის ფორმას განსხვავებული წვერის სტილი უხდება. ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ ყველაზე შესაბამისი წვერის სტილი თქვენი სახის ფორმიდან გამომდინარე.
როდესაც საქმე ეხება წვერის სტილებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს: თქვენი წვერი და თქვენი ყბის ფორმა იდეალურად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და ჰქმნიდეს ოვალურ ფორმას. თუ თქვენ გაქვთ კვადრატული ან მრგვალი ყბა, თქვენ უნდა გაიზარდოთ წვერის სრულად რადგან თქვენი სახის ფორმა დაგრძელდეს და ერთი სრული მთლაინობა შეიქმნას. თუ თქვენ გაქვთ გრძელი ან მართკუთხა სახე, წვერი უნდა გაიზარდოთ გვერდებზე რადგან შეივსოს სახის ფორმა და უნდა შეისწოროთ ხოლმე წვერი ხშირად და არ მისცეთ საშუალება რომ სწორად გაიზარდოს, დაიმოკლეთ წვერი სიგრძეში და გაუშვით გვერდებზე. წვერის ზრდისას აუცილებელია, რომ 2-3 კვირის შემდეგ დაიწყოთ წვერის ზეთის გამოყენება. წვერის ზეთი დაეხამრება თქვენს წვერს გაჯანსაღებასი და ხელს შეუწყობს ზრდაში, ასევე გახდის უფრო მიმზიდველს და სასიამოვნო სურნელი ექნება. წვერის ზრდისას აუცილებელია წვერის ჯაგრისის და სავარცხელის გამოყენება. წვერის სავარცხელი არის ჰიპოალერგენული და სახეს არანაირ ზიანს არ აყენებს. ასევე იდეალურია წვერის ზეთის და შამპუნის მიღებისას. გამოიყენეთ ბარბერსთორის უმაღლესი ხარისხის სავარცხელი ასევე იდეალური ხარისხის ჯაგრისთან ერთად!
კვადრატული სახე
გაიზარდეთ წვერი ნიკაპის ქვევით და გვერდებზე შეისწორეთ
მრგვალი სახე
გაიზარდეთ წვერი სიგრძეში მაქსიმალურად და გვერდებზე შეისწორეთ.
მართკუთხა სახე
გაიზარდეთ წვერი გვედებზე და შეისწორეთ ნიკაპის ქვევით.
ოვალური სახე
ყველაზე მარტივად მოსავლელი წვერი აქვთ ოვალური სახის ფორმის მქონე ადამიანებს, რადგან მსგავს სახეს თითქმის ყველა სტილის წვერი უხდება, მოუშვით წვერი და უბრალოდ შეისწორეთ ხოლმე, რომ ფორმა არ დაკარგოს.