fbpx

მამაკაცის დილემა: მოვუშვა თუ არა წვერი?

მამაკაცის დილემა: მოვუშვა თუ არა წვერი?

ყველა მამაკაცი ყოფილა დილემის წინაშე: მოვუშვა თუ არა წვერი? ამ სტატიაში, გირჩევთ რა პერიოდია საუკეთესო წვერის მოშვებისათვის, როგორ მოუშვათ ის და რა უპასუხოთ ადამიანებს, როდესაც გეკითხებიან – „წვერის გაზრდას ცდილობ?“

თქვენი ასაკიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია სწორი მომენტის არჩევა, როდესაც წვერი უნდა გაიზარდო. ქვემოთ მოცემული რჩევები გათვლილია იმ კაცებისათვის, რომლებსაც კარიერა ხელს უშლის ან ურთულებს წვერის გაზრდას.

სწორი მომენტის არჩევა

ერთადერთი რამ, რაც წვერის გაზრდისთვის საჭიროა, არის დრო. სწორი მომენტის არჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ და ფიქრობ მოუშვა თუ არა წვერი?

ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ბევრი დრო გაქვთ, სხვებისგან განცალკევებით ხართ ან საკუთარი თავისთვის პერსონალური დრო გაქვთ გამოყოფილი, ეს დრო წვერის ზრდისთვის იდეალურად წაგადგებათ. ამ გზით ეჩვევით თქვენს ახალ იმიჯს და გაქვთ დრო რომ მიეჩვიოთ მას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესანიშნავი მომენტი, როდესაც შეგიძლიათ წვერი გაიზარდოთ.

  • შვებულების დროს
  • დაწინაურების შემდეგ
  • სამსახურების შეცვლის პერიოდში
  • ახალ წელს
  • სკოლაში

აგრეთვე მნიშვნელოვანია წელიწადის დროებზე დაკვირვება და ისეთი პერიოდის არჩევა, როდესაც წვერის მოვლა და გაზრდა შედარებით მარტივია. კვლევების თანახმად სექტემბრიდან იანვრამდე პერიოდში ყველაზე ხშირია იმიჯის შეცვლა და რატომღაც ამ პერიოდში ადამიანები უფრო გახსნილები არიან ცვლილებებისადმი.

როგორ გავიზარდოთ წვერი?

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ წვერის გაზრდას, უნდა აირჩიოთ რა ტიპის წვერის მოშვება გსურთ. ასობით წვერის სტილია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია აირჩიოთ ის, რომლითაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ.

მათთვის, ვინც მარტივ გზას ეძებს, ვურჩევთ რომ დაიწყონ სტანდარტული „მთლიანი“ წვერით (როდესაც სახე მთლიანად წვერითაა დაფარული). ეს არჩევანი ყველაზე მარტივია და სამომავლოდ გაძლევთ შესაძლებლობას რომ უფრო „სარისკო“ სტილზე გადახვიდეთ.

წვერის სხვა სტილებისგან განსხვავებით, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული მოვლა ჭირდებათ, „მთლიანი“ წვერი საკმაოდ მარტივი მოსავლელია და თქვენთვის, როგორც პირველი არჩევანი, საუკეთესო ვარიანტია.

მოსამზადებელი სამუშაოები წვერის გაზრდის წინ

იმისათვის რომ თქვენმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა არ ჩათვალონ რომ წვერის გაზრდა რადგან დაიწყეთ სიცოცხლე მოგბეზრდათ, აუცილებელია წვერის მოვლას უმაღლესი ხარისხით ახორციელებდეთ.

სანამ წვერის გაზრდას დაიწყებთ, მოაწესრიგეთ კისრის მიმდებარე ტერიტორიებიც, რათა თქვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა იფიქრონ რომ სერიოზულად უდგებით ამ საკითხს და უბრალოდ რაღაც ახირების ან თუნდაც პირადი პრობლემის გამო არ გადაწყვიტეთ გადაგედგათ ეს ნაბიჯი. ამით ამცნობთ ადამიანებს, რომ თქვენი გადაწყვეტილება საკმაოდ გააზრებული და წინასწარ განსაზღვრულია.

“წვერს იზრდი?”

ეს არის კითხვა რომელსაც ძალიან ბევრჯერ დაგისვამენ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივი კითხვაა, შეიძლება ძალიან დამღლელი გახდეს თქვენთვის, ვინაიდან ამ კითხვით შეიძლება არ მოგიწონონ გადაწყვეტილება.

ყველაზე მნიშვნელოვანი წვერის გაზრდის დროს არის ის, რომ იამაყოთ თქვენი გადაწყვეტილებით და იცოდეთ რომ ბევრი ადამიანი ამ კითხვას სვამს, მხოლოდ იმიტომ რომ საუბარი წამოიწყონ.

თუ კი ეს შეკითხვა არ გაწუხებთ, იუმორით შეხედეთ ამ სიტუაციას და ამავდროულად დაანახეთ ყველას რომ წვერის გაზრდა სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი.

მეგობრების, ოჯახის წევრებისა და შეყვარებულისაგან უკმაყოფილება

ყველაზე რთული ამ სამი რაღაცის ატანაა წვერის გაზრდის დროს. მთავარია იცოდეთ რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ და რაც არ უნდა უკმაყოფილება გამოხატონ სხვებმა, თუ კი თქვენ ეს მოგწონთ აუცილებლად უნდა გააკეთოთ.
მიზეზი თუ რატომ შეიძლება თქვენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკმაყოფილება გამოხატონ არის ის, რომ წვერის გაზრდა ცვლილების ნიშანია. არ მოსწონთ უეცარი ცვლილება და შეიძლება იფიქრონ რომ ამ ერთ ცვლილებას ბევრი დანარჩენი მოჰყვება.
ამის თავიდან ასაცილებლად ჯობს პირდაპირ უთხრათ რატომ გადაწყვიტეთ წვერის გაზრდა, როგორი სტილის წვერი გინდათ და ა.შ. ამით ისინი უფრო წყნარად იქნებიან და თქვენც ნერვები შეგენახებათ.

დასკვნა

სწორი მომენტის შერჩევა, სწორი სტილის არჩევა და ეფექტური კომუნიკაციების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს თქვენი იმიჯის ცვლილების სიმარტივეს და მას უპრობლემოს გახდის.

ჩვენ გირჩევთ

  • 19.0040.00

    Unscented Beard Oil (ორგანული წვერის ზეთი)

    ჩვენი პრემიუმ ხარისხის წვერის ზეთი სურნელის გარეშე იცავს თქვენს წვერს გამოშრობისაგან, ატენიანებს კანს და აძლევს წვერს ბზინვარებას. ჩვენი პროდუქცია აღმოფხვრის ყოველგვარ ქავილისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს, რაც თან ახლავს გამომშრალ კანსა და წვერს.

    შემადგენლობა: არგანის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ვიტამინი ე, მზესუმზირის ზეთი.

  • 25.00

    წვერის ზრდის დამაჩქარებელი ორგანული ზეთი

    ბარბერსთორის წვერის ზრდის დამაჩქარებელი ზეთი არის 100% ორგანული წვერი ზეთი. იგი მზადდება ცივი დაპრესილი ეთერზეთებით, მათ შორის სამი მთავარი ზეთისგან როგორიცაა კასტორის ზეთი, ალოე ვერა და წიწაკის ექსტრატი. ასევე წვერის ზრდის დამაჩქარებელ ზეთს აქვს წვერის კონდიციონირების და დამატენიანებლის ფუნქცია.

წვერის ბალზამს

  • 20.0030.00

    Unscented Beard Balm (ორგანული წვერის ბალზამი)

    უსუნო ორგანული წვერის ბალზამი იცავს თქვენს წვერს გამოშრობისაგან, ატენიანებს კანს და აძლევს თქვენს წვერს ბზინვარებას. ჩვენი პროდუქცია აღმოფხვრის ყოველგვარ ქავილისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს, რაც თან ახლავს გამომშრალ კანსა და წვერს.

  • მარაგი ამოიწურა

    25.00

    High Life ულვაშის ცვილი (სუნის გარეშე)

    ამერიკული ბრენდი High Life-ის ულვაშის ცვილი არის პროდუქტი რომელსაც გააჩნია საოცრად ძლიერი ფიქსაცია (წვერის მოვლის საშუალებებში მაქსიმალური ფიქსაციის მქონე პროდუქტი), რისი მეშვეობითაც შეძლებთ ულვაშების სპეციფიურ ფორმაზე დაყენებას. ულვაშის ცვილის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ წვერის მოვლის სხვა საშუალებასთან ერთად.

    შემადგენლობა: თეთრი ცვილი, ჟოჟობას ზეთი, ავოკადოს ზეთი, ჩაის ზეთი

    მარაგი ამოიწურა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *