fbpx

განსხვავება წვერის ჯაგრისსა და სავარცხელს შორის

განსხვავება წვერის ჯაგრისსა და სავარცხელს შორის

როგორც ჩანს არჩევანი უნდა გააკეთოთ წვერის ჯაგრისსა და სავარცხელს შორის – რომელს აირჩევთ და რატომ?

პასუხი არც ისე რთულია. საბოლოოდ არჩევანი მაინც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვერის ჯაგრისს და სავარცხელს საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვთ ერთმანეთთან ვინაიდან საბოლოო მიზანს ორივე ემსახურება: გლუვი და კარგად მოვლილი წვერი.

მოდით განვიხილოთ მათ შორის არსებული განსხვავებები.

პირველ რიგში წვერის ჯაგრისი და სავარცხელი სხვადასხვა მატერიალებისგან მზადდება. საერთო მატერიალია ცხოველის თმა, მაგალითად: ტახის ან ცხენის. ეს თმები ამცირებენ წვერის გაღიზიანების და გაუხეშების შანსებს და ეხმარებიან ზეთს რომ გადანაწილდეს თმაზე თანაბრად. წვერის სავარცხელი დამზადებულია გლუვი, ბუნებრივი და მყარი მატერიალებისგან როგორიცაა სანდალის ხე. ამ ტიპის ხეები საკმაოდ გამძლეა და აქვთ ანტი სტატიკური შესაძლებლობები. სანდალის ხეს აქვს რბილი, ხისებრი არომატი, რაც იდეალურია წვერის სავარცხლისათვის.

მეორე განსხვავება არის პორტატულობა. წვერის სავარცხელი წვერის ჯაგრისზე თხელია, რაც ნიშნავს რომ უფრო მარტივად ტრანსპორტირებადია. თუ თქვენ ადგილის პრობლემა გაქვთ და გსურთ რომ თან აუცილებლად ატარებდეთ წვერის მოვლის მოწყობილობას, აირჩიეთ წვერის სავარცხელი.

აგრეთვე, თუ კი ჩასადების ტარება თქვენთვის აუცილებელია აირჩიეთ წვერის სავარცხელი. ჩასადები გეხმარებათ სავარცხელის უკეთ შენახვაში და იცავს მას ნებისმიერი სახის დაზიანებისაგან.

თუ კი გეგმავთ თქვენი წვერის გასწორებას, როდესაც ის სველ მდგომარეობაშია, მაგალითად შხაპის შემდეგ, აირჩიეთ წვერის სავარცხელი ვინაიდან ის იდეალურია მსგავს სიტუაციებში. ხოლო თუ კი ამას თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და გეგმავთ მხოლოდ მშრალი წვერის მოვლას, მაშინ გამოიყენეთ წვერის ჯაგრისი. იგი აშორებს მკვდარ უჯრედებს და აიძულებს თქვენს წვერს მიიღოს ისეთი ფორმა, როგორიც თქვენ გსურთ.

თუ კი გსურთ რომ მაქსიმალური მოქნილობა ჰქონდეს თქვენს წვერს გამოიყენეთ სავარცხელიც და ჯაგრისიც. ხშირია წვერის სავარცხლის გამოყენება შხაპის მიღების შემდეგ, რაც საშუალებას აძლევს თმას რომ უკეთ გაშრეს და შემდეგ იყენებენ წვერის ჯაგრისს, რათა გზა დაუთმონ სასურველ პროდუქციას: წვერის ზეთსა და ბალზამს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *