fbpx

5 სიტუაცია როდესაც წვერის სავარცხლის ქონა აუცილებელია

5 სიტუაცია როდესაც წვერის სავარცხლის ქონა აუცილებელია

პირველი შთაბეჭდილებები ყველაფერია. ჯერ კიდევ არ ხართ ამაში დარწმუნებული? წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

  • კვლევებიდან დადგინდა, რომ ქალს მამაკაცისადმი ინტერესი პაემნის საწყის 2 წუთში უყალიბდება
  • დამსაქმებელს აპლიკანტზე წარმოდგენა პირველ 7 წუთში უყალიბდება
  • უფროსი აღმასრულებლების 76% ამბობენ, რომ წვერის მოვლის ჩვევა პროფესიონალების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა ფიზიკურობის განხრით.

თქვენი გარეგნობა საკმაოდ ბევრს ამბობს პიროვნების შესახებ. ნუ დაუშვებთ რომ მოუვლელმა თმამ უარყოფითი წარმოდგენა შექმნას თქვენს შესახებ. აქ არის 5 სიტუაცია, როდესაც წვერის სავარცხლის ქონა აუცილებელია:

  1. პაემანზე– არეული თმა ჰიგიენის ნაკლებობის ნიშანია და პირველი პაემნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი შეცდომაა როგორიც ანგარიშის არ გადახდა ან საკუთარი ასაკის მოტყუება. თან ატარეთ სავარცხელი თქვენს ფიბეში და საქმეს მიხედეთ როდესაც თქვენი რჩეული აბაზანაში იქნება.
  2. სპორტდარბაზის შემდეგ– სარკეში ჩაგიხედავთ 1 საათიანი კარდიოს ვარჯიშების შემდეგ? ნუ გექნებათ მოუვლელი ადამიანის სახელი დარბაზში. სავარჯიშო ჩანთაში იქონიეთ წვერის სავარცხელი მარტივი პოსტ კარდიო სტილისათვის.
  3. სურათის გადაღების დღეს– საკმაოდ ბევრი გზა არსებობს იმისათვის რომ საკუთარი თავი დაამახსოვროთ სურათებში, მაგალითად „მაჩო“ ან ჯამბაზი. ნუ იქნებით ადამიანი, რომელიც ხალხს დაამახსოვრდება როგორც მოუვლელი პიროვნება. იქონიეთ სავარცხელი თქვენს ზურგჩანთაში სწრაფი მოვლისათვის მანამ, სანამ ისტორიულ ფოტოს გადაიღებთ.
  4. მოწმობის განახლებისას–  თქვენი მოწმობის ფოტო არის ისეთი საბუთი, რომელსაც მუდმივად შეხედავთ ან აჩვენებთ სხვას. მოწესრიგდით მანქანაში სანამ ფოტოს გადაიღებთ და შეინახეთ თქვენი სავარცხელი მანქანაში და შუქნიშანზეც კი შეგეძლებათ რამდენიმე წამში მოუვლელი წვერის გასწორება.
  5. ქორწილის დღეს– იმ ფაქტმა, რომ ქორწილის დღეს ყველა თქვენს რჩეულს შეხედავს, არ უნდა შეგაჩეროთ იმისგან, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ. მოემზადეთ მნიშვნელოვანი დღისთვის. იქონიეთ სავარცხელი წინა ჯიბეში და მოიწესრიგეთ თავი, როდესაც დარწმუნდებით რომ არავინ გიყურებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *