fbpx

წვერი თქვენზე ბევრ რამეს მეტყველებს

წვერი თქვენზე ბევრ რამეს მეტყველებს

ბევრი მამაკაცისთვის წვერის ტარება მამაკაცობისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზაა. მიუხედავად ამისა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენი წვერი თქვენზე იმაზე მეტს მეტყველებს ვიდრე გგონიათ. ამ სტატიაში გაეცნობით წვერიანობის სარგებელს უწვერობასთან შედარებით.

ლიდერობასთან კავშირში არ არის

არსებობს სტერეოტიპი რომ მამაკაცებს, რომლებიც წვერს ატარებენ, ლიდერის როლი უკავიათ საზოგადოებაში. წვერი ასოცირდება ტესტოსტერონის რაოდენობასთან, რომელიც მამაკაცურობის ერთგვარი სიმბოლოა, მიუხედავად ამისა ნეგატიური ეფექტებიც აქვს. ტესტოსტერონი ასოცირდება აგრესიასთან, სიბრაზესთან და ფიცხ ხასიათთან.

ასაკი

ეს არ უნდა იყოს სიახლე – წვერი დაახლოებით 10 წლით უფროსს გაჩენთ (ზოგიერთ შემთხვევაში მეტად). მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანისთვის დიდი პრობლემა არ არის, უფროსებისათვის საკმაოდ შემაწუხებელია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ხშირ წვერზე, სადაც ჭაღარაა შეპარული. თუ კი გსურთ რომ თავი გაიახალგაზრდაოთ უნდა გაიპარსოთ წვერი (ან შეიღებოთ).

კომუნიკაბელურობა

წვერი თქვენზე ბევრ რამეს მეტყველებს

კარგად მოვლილმა და დავარცხინლმა წვერმა, შეიძლება არ გამოგარჩიოთ საზოგადოებაში, მაგრამ უნდა აღიაროთ რომ ხშირი და დიდი წვერის მქონე ადამიანები საკმაოდ ადვილად შესამჩნევია და თავი ისე უჭირავთ თითქოს ნაკლებად კონტაქტურები არიან ვიდრე უწვერო ადამიანები.

რა თქმა უნდა ეს სრულიად სუბიექტურია – ჩვენ ბევრი ადამიანი ვიცით მსგავსი წვერით, რომლებიც ხელგაშლილები, კონტაქტურები და მხიარულები არიან, ისევე როგორც ვიცით უწვერო ადამიანები, რომლებიც უჟმურები და არაკონტაქტურები არიან.

მდგომარეობა და მოვლა

წვერის ზომასა და სტილზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ უვლით და ინარჩუნებთ თქვენს წვერს. კარგად მოვლილი ხშირი და დიდი წვერი საკმაოდ კარგად შეიძლება გამოიყურებოდეს თუ კი წესიერად მოუვლით. საკმაოდ მნიშნველოვანია გამოიყენოთ სწორი პროდუქცია წვერის მოვლისათვის. მაგალითად წვერის ზეთმა ან კარგმა წვერის ბალზამმა შეიძლება სასწაული მოახდინოს მოუვლელი წვერისათვის, ამავდროულად უხარისხო პროდუქციამ შეიძლება დაგიზიანოთ წვერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *