წვერის მოვლა გამაღიზიანებელი და დამღლელი არ უნდა იყოს, პირიქით, ამ პროცესისგან სიამოვნებას უნდა იღებდეთ. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო იმისათვის რომ თქვენი წვერი იდეალურად გამოიყურებოდეს!
წვერი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩვენი სახის ფორმის ჩამოყალიბებაში და უნებურად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. დარწმუნებული იყავით რომ ადამიანები წვერით უფრო დაგიმახსოვრებენ ვიდრე თვალის ფერით. შესაბამისად საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი იმიჯი.
>ამ სტატიაში ვისაუბრებთ იდეალური წვერის მისაღებად საჭირო 3 მარტივ ნაბიჯზე. ეს ნაბიჯები ყოველდღიურად უნდა გაიმეოროთ. დიდი დრო არ დაჭირდება და ოდნავი ვარჯიშით ეს პროცესი თქვენთვის სასიამოვნო გახდება.
გაისუფთავეთ წვერი!
საკმაოდ სულელურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ ბევრი მამაკაცი ამას არ აკეთებს. ისევე როგორც სახეს იბანთ ყოველ დილით, ასევე აუცილებელია დაიბანოთ წვერიც, ვინაიდან წვერში შესაძლებელია საჭმელი, სითხე ან სხვა ტიპის ნივთიერებები ჩარჩეს… ეს თქვენს წვერს აბინძურებს და ასუსტებს. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ბანაობის დროს წვერის ქვეშ არსებული კანიც იწმინდება.
საკმაოდ ბევრი წვერის შამპუნი არსებობს ბაზარზე. ბევრი მათგანი დამზადებულია მავნე ნივთიერებებისგან, ბევრი ზოგი კი 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, სწორედ ასეთის პროდუქტია ბარბერშოპის წვერის შამპუნი. წვერის გაწმენდასთან ერთად ეს გამასუფთავებლები კანს გამოშრობისგან დაიცავენ.
გაიშრეთ და შემდგომ კარგათ დაატენიანეთ!
როდესაც აბაზანიდან გამოხვალთ აუცილებლად გაიშრეთ წვერი და სავარცხლის მეშვეობით დაივარცხნეთ.
საპნის გამოყენება წვერს აშრობს და თმას უფრო უხეშს და გამომშრალს ხდის. ამიტომ აუცილებელია დაატენიანოთ თქვენი წვერი რათა რბილი და უფრო ჯანმრთელი იყოს. სასურველი შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ წვერის ზეთების, ბალზამებისა და ცვილის გამოყენებით.
ფორმის მიცემა!
ახლა როდესაც თქვენი წვერი სუფთა და დატენიანებულია დროა მას ფორმა მისცეთ. კარგი სავარცელის გამოყენებით გადაინაწილეთ წვერზე ბალზამი ან ზეთი. წაისვით ოდნავი ცვილი თქვენი ულვაშისათვის ან წვერის ბოლოებზე, რათა გრძელვადიანი ეფექტი შეინარჩუნოთ.
საკმაოდ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი სახლიდან: ბოლოების გასწორება, ზედმეტი თმების მოპარსვა. მაგრამ იდეალური შედეგის მისაღწევად მაინც რეკომენდირებულია პროფესიონალ ბარბერთან მისვლა.