fbpx

როგორ გამოვიყენოთ წვერის ზეთი და ბალზამი

როგორ გამოვიყენოთ წვერის ზეთი და ბალზამი

სახიფათო დასკვნა: წვერის საპარსთან რამდენიმე კვირიანი ბრძოლის შემდეგ და წვერის დაუღალავი ზრდის შემდეგ, მიხვდებით რომ არც ისე კარგად გამოიყურება თქვენი წვერი – ამასთანავე ძალიან გექავებათ.
შეიძლება ისეთი ქავილი იგრძნოთ, რომ მოგინდეთ წვერის მთლიანად გაპარსვა, მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ დაგეხმარებით.
ბარბერსთორის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენი წვერი გამოიყურებოდეს იდეალურად და ამასთანავე ყველანაირი დისკომფორტის შეგრძნება აღმოფხვრას. ქვემოთ ვისაუბრებთ როგორ გამოვიყენოთ წვერის ბალზამი და ზეთი სწორად.

პირველად რომელი გამოვიყენო?

პირველი კითხვა რომელიც დაგებადათ ალბათ არის შემდეგი: რა არის წვერის ზეთი?; როგორ გამოვიყენო წვერის ზეთი? ან როგორ გამოვიყენო წვერის ბალზამი?, საკმაოდ საინტერესო კითხვებია და თქვენდა საბედნიეროდ ამ კითხვებზე პასუხს ჩვენ გაგცემთ.

პირველი პროდუქტი, რომელიც უნდა დაუმატოთ თქვენს რუტინას არის წვერის ზეთი.

კანი შეიწოვს ზეთს, ატენიანებს სახესა და წვერს და გიცავთ ქავილისაგან. წვერის ზეთის დღეში ერთხელ გამოყენება საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.

რამდენი გამოვიყენო?

რაოდენობის შესახებ რაიმე სახის დადგენილი წესები არ არსებობს და ეს დამოკიდებულია თქვენი წვერის სიგრძეზე, ზომასა და სისქეზე. ყველა წვერი განსხვავდება ერთმანეთისაგან და აქვს თავისი უნიკალური სტილი.

თუ კი ეს თქვენი პირველი ცდაა მაშინ დაიწვეთეთ ზეთის წვერის 3 წვეთი თქვენს ხელის გულზე, ხოლო ბალზამის გამოყენების დროს დაისხით თითებზე.

თქვენს წვერს შეიძლება კიდევ მეტი რამ დაჭირდეს, მაგრამ მოთმინება იქონიეთ და ზედმეტი ოდენობის პროდუქცია არ გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენო წვერის ზეთი?

რთული ნამდვილად არ არის, მაგრამ გვაქვს რამდენიმე „სპეციალური“ ხრიკი ამისათვის. წვერი სხვა თმასთან შედარებით უფრო უხეში და სქელია, ამიტომ აუცილებელია რომ თითოეულმა თმის ღერმა მიიღოს საკმარისი ვიტამინები.

დიდი ალბათობით შხაპის მიღების შემდეგ გამოიყენეთ წვერის და სახის შამპუნი მოხმარების წესების მიხედვით. თუ კი ასე არ მოქცეულხართ მაშინ შებრუნდით აბაზანაში!

წვერის ზეთი - როგორ მოვუაროთ წვერს

წვერის ზეთის მიღება

დაიწვეთეთ წვერის ზეთის წვეთები ხელის გულზე, გაახახუნეთ ხელები ერთმანეთზე და წაისვით წვერზე და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ მაქსიმალურად თითოეულ ღერს შეეხოს ზეთი. უკეთესი ეფექტის მისაღწევად გირჩევთ რომ გამოიყენოთ წვერის ჯაგრისი.

როგორ გამოვიყენოთ წვერის ბალზამი

გაივსეთ თითი წვერის ბალზამით. შემდეგ გაახახუნეთ თითები ერთმანეთზე და წაისვით წვერზე. ამის შემდეგ შეძლებთ თქვენს წვერს სასურველი ფორმა მისცეთ. ექსპერტების რჩევაა გამოიყენოთ წვერის სავარცხელი, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ.

შემიძლია წვერის ბალზამისა და ზეთის ერთდროულად გამოყენება?

ნამდვილად არ გირჩევთ. ინგრედიენტები, რომლებიც ორივეს შემადგენლობაშია ერთმანეთთან შესაბამისობაში კარგად არ მოდის და წვენსა და კანს საკმაოდ ცხიმიანს ხდის.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენო წვერის ბალზამი და ზეთი?

დამოკიდებულია თქვენს ცხოვრების სტილზე, მაგრამ გირჩევთ რომ მხოლოდ დღეში ერთხელ გამოიყენოთ, რათა თქვენმა წვერმა სიჯანსაღე შეინარჩუნოს. თუ კი ყოველდღიურად არ გამოიყენებთ შეიძლება თქვენი წვერი გამოშრეს, რასაც ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვება.

საუკეთესო წვერის ზეთები და ბალზამები

თქვენ უკვე სწორ ადგილას ხართ.

ჩვენი წვერის ზეთები იდეალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, რომლებიც მოიცავენ უმაღლესი ხარისხის არგანისა და ჯოჯობას ზეთებს. მათ აქვთ დამატენიანებელის ფუნქცია და აუმჯობესებენ კანისა და წვერის მდგომარეობას.

ბარბერსთორის წვერის ბალზამი უმკლავდება უხეშ თმას, გეხმარებათ წვერისთვის ფორმის მიცემაში, ასრულებს ბუნებრივი დამატენიანებლის როლს და თქვენს წვერს სასიამოვნო სურნელს უნარჩუნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *