დროა რომ უნივერსიტეტისათვის მოემზადოთ? ძალიან კარგი. როგორია თქვენი გრუმინგი ამ ეტაპზე? იქნება თუ არა ეს პირველი კურსისათვის შთაბეჭდილების მოხდენა ან თუნდაც მაღალი კურსებისათვის ძველი შარმის შენარჩუნება, წვერის მოვლა თქვენთვის აუცილებლად პრიორიტეტულ ადგილს უნდა იკავებდეს. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ატრიბუტი თქვენი წვერის მოვლისათვის უნივერსიტეტის პერიოდისთვის.
წვერის ზეთი
წვერის მოვლის სამყაროში დამწყებებს წარმოგიდგენთ წვერის ზეთს. ზეთის წასმისას თქვენ მომენტალურად დაგირბილდებათ წვერი, გახდით უფრო დამყოლს და მორჩილს, გაგიქრებათ წვერის ზრდის პროცესში უსიამოვნო ქავილის შეგრძნება.
წვერი შამპუნი
ეზიარეთ ბუნების სიწმინდეს. ბუნებრივი დამატენიანებელი შამპუნი თავს ისე გაგრძნობინეთ თითქოს აბაზანას შორეულ ეგზოტიკურ წყლებში იღებთ. იგი დამზადებულია პრემიუმ კლასის ბოტანიკური და ხის არომატის მქონე ზეთებისაგან. თქვენ აღარასოდეს გექნებათ დისკომფორტი გამომშრალი წვერისგან.
წვერის ბალზამი და ცვილი
წვერის ბალზამი და ცვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია წვერის მოვლის საშუალებებში. მარტივად რომ დავახასიათოდ, იგი წვერის ზეთია გამყარებული სახით, რაც მას აძლევს შესაძლებლობას იგივე დონეზე დაარბილოს წვერი, მაგრამ წვერის ზეთისგან განსხვავებით აქვს უფრო მეტი ფიქსაციის უნარი. რაც მისცემს თქვენს წვერს საშუალებას ადვილად შეინარჩუნოს წინასწარ დაყენებული ფორმა, მითუმეტეს ამ უნარით გამოირჩევა ულვაშის ცვილი.
წვერის სავარცხელი და ჯაგრისი
შეხვდით ახალ გამოწვევებს იდეალურად დავარცხნილი წვერით. ჩვენ რეკომენდაცია ვუწევთ ნატურალური ხისგან დამზადებულ წვერის სავარცხელს და წვერის ჯაგრისს. მათი ტარება ძალიან კომფორტულია და ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ ჩვეული ფორმა დაუბრუნოთ თქვენს წვერს და ულვაშს. წვერის მოვლის დროს, განსაკუთრებით უნივერსიტეტის პერიოდში, არასდროს შეაჩეროთ არჩვენაი იაფიან პროდუქციაზე!