თქვენ გაქვთ შესანიშნავი წვერი და მზად ხართ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი. შეიძლება 6 კვირა ან თუნდაც 1 წელი დაგჭირდათ ამ შედეგის მისაღწევად. ნებისმიერ შემთხვევაში იცით რომ გამატენიანებელი და ვიტამინები საჭიროა თქვენი წვერის გასაუმჯობესებლად. ერთადერთი პრობლემა ისაა რომ ასობით წვერის პროდუქტია ბაზარზე. როგორ გაიგებთ რომელია თქვენთვის შესაფერისი?
საბედნიეროდ არჩევანის გაკეთება ორ პროდუქტს შორის გვიწევს: წვერის ბალზამი და წვერის ზეთი. ათასობით წვერის პროდუქციებს შორის, ბალზამი და ზეთები ყველაზე დიდი ხანი არსებობენ და პიონერები არიან წვერის მოვლის საკიხში თავიანთი მრავალფეროვნების, ეფექტურობის და ხარისხის წყალობით. მოდით განვიხილოთ მათ შორის განსხვავებები და მსგავსებები, რათა დავადგინოთ რომელია თქვენთვის შესაფერისი.
რით განსხავდება ერთმანეთისაგან წვერის ზეთი და ბალზამი?
განსხვავებული შემადგენლობები. მარტივად რომ ვთქვათ წვერის ბალზამი არის მყარი, ცვილის მაგვარი ნივთიერება, ხოლო წვერის ზეთი არის სითხე. ბალზამის გადმოსხმა შეუძლებელია და შესაბამისად შედარებით უფრო ნაკლებად იწვევს მომხმარებლისთვის დისკომფორტს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ წვერის ზეთის სამსახურში, სასწავლებელში ან დარბაზში წაღებისას არის შანსი, რომ ის გადმოისხას და დაისვაროთ. წვერის ზეთების უმეტესობა ჩასხმულია შუშის კონტეინერებში (რომელიც ადვილად ტყდება სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენთ), ხოლო ბალზამი კი საკმაოდ მყარ კონტეინერშია მოთავსებული.
სხვადასხვა დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ატენიანებს და აჯანსაღებს კანს, წვერის ბალზამი უკეთესია სტილისთვის. წვერის ბალზამს ტუჩის ბალზამის ეფექტი აქვს, ხოლო წვერის ზეთი კი გამოიყენება უხეში და არეული წვერის გასასწორებლად.
სხვადასხვა შეღწევის დონე. ვინაიდან სითხეს უფრო მარტივად შეუძლია კანში შესვლა, წვერის ზეთი უკეთესი გამატენიანებელია ვიდრე ბალზამი.
გამოყენების სხვადასხვა მეთოდები. წვერის ბალზამის გამოყენებამდე აუცილებელია მისი გახურება ხელების ერთმანეთზე გახახუნებით, ხოლო წვერის ზეთის გამოყენება კი უბრალო დასხმით ხდება.
რა მსგავსებაა წვერის ზეთსა და ბალზამს შორის?
დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. საუკეთესო წვერის ზეთები დამზადებულია ბუნებრივი ინგერიენტებისგან რომელიც შეიცავს არგანისა და ჟოჟობას ზეთებს. საუკეთესო ბალზამიც ასევე ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული როგორიცაა კედარის ხე, ქოქოსი, თაფლი და ა.შ.
ორივე იდეალურ ფორმას მისცემს თქვენს წვერს. წვერის ბალზამი და ზეთი თქვენს წვერს შეუნარჩუნებს სირბილეს, სიგლუვეს და ჯანსაღ ფორმას.
ორივეს გამოყენება შესაძლებელია ჯაგრისით და სავარცხელით. ჯაგრისი და სავარცხელი აადვილებს ამ პროდუქციის გამოყენებას. საკმაოდ გამოსადეგია როდესაც პროდუქციის გამოყენებისას ხელების გასვა არ გინდათ შესაბამისად იდეალური ატრიბუტებია თქვენთვის.
წარმოდგენილია როგორც არომატული ისევე უსუნო მდგომარეობით. წვერის ბალზამი და ზეთი ორივე ხელმისაწვდომია არომატული და უსუნო მდგომარეობებში. არჩევანი თქვენზეა.
დაიმახსოვრეთ, არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი როდესაც საქმე ეხება თქვენზე მორგებულ პროდუქციას წვერის მოვლისათვის. ყველა წვერი განსხავებულია და სხვადასხვა სტილი სხვადასხვა მოვლის საშუალებას მოითხოვს. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. შეგიძლიათ წვერის ზეთი და ბალზამი ერთდროულად გამოიყენოთ იდეალური კომბინაციის მოსაძებნად.