აღწერა
ბუნებრივი ინგრედიენტები, რათა დაიცვათ და დაატენიანოთ თქვენი წვერი და სახე
ჩვენი ბრენდული წვერის ზეთი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან როგორიცაა არგანის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ვიტამინი ე, მზესუმზირის ზეთი. მშვიდად იქნებით, რადგან გეცოდინებათ რომ მთლიანად ნატურალურ წვერის ზეთს იყენებთ, რაც უზრუნველყოფს თქვენს კანსა დაწვერს ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ცხიმოვანი მჟავებით, და გიტოვებთ სიჯანსაღის შეგრძნებას.
თუ თქვენი წვერი გამომშრალია, შესაბამისად კანიც იმავე მდგომარეობაში იქნება, რასაც ქავილის შეგრძნებაც დაემატება. წვერის ზეთის გამოყენების შედეგად, მოიშორებთ ქავილის შეგრძნებას, ვინაიდან ეს ზეთი თქვენი წვერის თითოეულ ღერზე მოქმედებს და შესაბამისად თქვენი წვერი და კანი კარგად დატენიანებული იქნება.
ზეთი სურნელის გარეშე
ჩვენ არა მარტო ისეთი ზეთის შექმნა გვსურდა, რომელიც თქვენს წვერზე იდეალურად იმოქმედებდა, არამედ გვინდოდა რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც წვერის მოვლას გაგიადვილებდათ და აღარ მოგიწევდათ სურნელის არჩევაზე ზრუნვა! წვერის ზეთი სურნელის გარეშე უკვე ხელმისაწვდომია და აღარ მოგიწევთ შესაბამისი სუნამოს არჩევა, სუნების არევისგან თავის დასაცავად.
მოთავსებულია პატარა ბოთლებში რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე
ამაყად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მიერ დამზადებული შეფუთვები, უზრუნველყოფენ წვერის ზეთის შენახვის ხარისხს, რითაც საბოლოოდ თქვენი წვერი იღებს სარგებელს. პატარა ბოთლები(30მლ და 50მლ) სპეციალურად ავირჩიეთ, რათა ვუზრუნველვყოთ პრემიუმი ხარისხი ზეთებში და შუშის ბოთლებიც იმისთვის ავირჩიეთ, რომ არ დაირღვეს ზეთის მთლიანობა და არ მოხდეს მისი ჰაერთან კონტაქტი.