აღწერა
DAX Wave & Groom გთავაზობთ ძლიერ ფიქსაციას და საშუალო ბზინვარებას. ეს არის ტრადიციული სქელი ვაქსი რომლის ჩამობანვაც მარტივად შეუძლებელია. ეს არის საკმაოდ პოპულარული თავის მოვლის პროდუქტი, რომელიც საკმაოდ გამოსადეგია რეტრო სტილის მქონე ადამიანებისათვის ისევე როგორც პანქის და როკის მოყვარული სტილის ხალხისათვის. შეიცავს ლანოლინს რომელიც ეხმარება ფიქსაციაში და მინერალურ ზეთს რომელიც ამცირებს თმის მტვრევადობას. ამ პროდუქტს საკმაოდ სასიამოვნო სურნელი აქვს. თუ კი შედარებით მეტი ბზინვარება გსურთ, გამოიყენეთ დიდი ოდენობით ეს ცვილი.
თმის ტიპი
- სწორი, ხვეული და უხეში თმის სტრუქტურები
მოსალოდნელი შედეგები
- ამყარებს თმის სტრუქტურას
- ამცირებს თმისძირების გაყოფას
- ატენიანებს თმას
- მყარი ფიქსაცია