აღწერა
ჩვენი ბრენდული კედარის ხის წვერის ზეთი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან როგორიცაა არგანის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ვიტამინი ე, მზესუმზირის ზეთი, კედარის ზეთი. მშვიდად იქნებით, რადგან გეცოდინებათ რომ მთლიანად ნატურალურ წვერის ზეთს იყენებთ, რაც უზრუნველყოფს თქვენს კანსა დაწვერს ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ცხიმოვანი მჟავებით, და გიტოვებთ სიჯანსაღის შეგრძნებას.
თუ თქვენი წვერი გამომშრალია, შესაბამისად კანიც იმავე მდგომარეობაში იქნება, რასაც ქავილის შეგრძნებაც დაემატება. წვერის ზეთის გამოყენების შედეგად, მოიშორებთ ქავილის შეგრძნებას, ვინაიდან ეს ზეთი თქვენი წვერის თითოეულ ღერზე მოქმედებს და შესაბამისად თქვენი წვერი და კანი კარგად დატენიანებული იქნება.
კედარის ხის დახვეწილი არომატი
ჩვენ არა მარტო ისეთი ზეთის შექმნა გვსურდა, რომელიც თქვენს წვერზე იდეალურად იმოქმედებდა, არამედ გვინდოდა რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც თქვენს წვერს სასიამოვნო არომატს დაუტოვებდა და ჩვენ ეს შევძელით! კედარის ხის დახვეწილი არომატით გაიჟღინთება ჰაერი თქვენს ირგვლივ, რაც მხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით როგორც თქვენ, ასევე გარშემომყოფებსაც.
მოთავსებულია პატარა ბოთლებში რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე
ამაყად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მიერ დამზადებული შეფუთვები, უზრუნველყოფენ წვერის ზეთის შენახვის ხარისხს, რითაც საბოლოოდ თქვენი წვერი იღებს სარგებელს. პატარა ბოთლები(30მლ და 50მლ) სპეციალურად ავირჩიეთ, რათა ვუზრუნველვყოთ პრემიუმი ხარისხი ზეთებში და შუშის ბოთლებიც იმისთვის ავირჩიეთ, რომ არ დაირღვეს ზეთის მთლიანობა და არ მოხდეს მისი ჰაერთან კონტაქტი.