fbpx

Moustache Wax Tobacco (ორგანული ულვაშის ცვილი)

20.00

ულვაშის ცვილი არის პროდუქტი რომელსაც გააჩნია საოცრად ძლიერი ფიქსაცია (წვერის მოვლის საშუალებებში მაქსიმალური ფიქსაციის მქონე პროდუქტი), რისი მეშვეობითაც შეძლებთ ულვაშების სპეციფიურ ფორმაზე დაყენებას. ულვაშის ცვილის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ წვერის მოვლის სხვა საშუალებასთან ერთად.

16 მარაგშია

აღწერა

ბუნებრივი ინგრედიენტები, რათა დაიცვათ და დაატენიანოთ თქვენი წვერი და სახე

ჩვენი ბრენდული თამბაქოს ულვაშის ცვილის მეშეობითაც თქვენ შეძლებთ ულვაშების ნებისმიერი ფორმაზე დაყენებას. ულვაშის ცვილი არის პროდუქტი რომელსაც გააჩნია საოცრად ძლიერი ფიქსაცია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მთლიანად ნატურალურ ულვაშის ცვილს იყენებთ, რაც უზრუნველყოფს თქვენს კანსა და ულვაშის ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ცხიმოვანი მჟავებით, და გიტოვებთ სიჯანსაღის შეგრძნებას.

დამზადებულია ნამდვილი თამბაქოს ეთერზეთებისაგან

ჩვენი თამბაქოს წულვაშის ცვილი გამოირჩევა სურნელით და შეიცავს ნამდვილი თამბაქოს ეთერზეთებს თითოეულ შეფუთვაში. თამბაქოს ეთერზეთები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს და კანის დატენიანებასთან ერთად იცავენ თქვენს სახეს.

მოთავსებულია პატარა შეფუთვებში რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე

ამაყად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მიერ დამზადებული შეფუთვები, უზრუნველყოფენ ულვაშის ცვილის შენახვის ხარისხს, რითაც საბოლოოდ თქვენი ულვაში იღებს სარგებელს. ჩვენი ცვილის შეფუთვის დახვეწილი დიზაინი მომხმარებლისთვის სასარგებლოა იმ კუთხით, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ ჯიბეში ჩადონ შეფუთვა და მუდმივად თან ატარონ. ჩვენი ალუმინისაგან დამზადებული შეფუთვა უზრუნველყოფს ცვილის მთლიანობის დაცვას.

მოათავსეთ თითის წვერებზე და გაუხახუნეთ თითები ერთმანეთს, რათა ცვილი თანაბრად გადანაწილდეს. წაისვით ცვილი ულვაშის ქვეშ კანზე და გადაანაწილეთ

  • წაისვით მას შემდეგ რაც აბაზანიდან გამოხვალთ, რადგან ამ დროს თქვენი ულვაში დარბილებულია და მარტივადაა შესაძლებელი მისი მართვა.
  • გამოიყენეთ წვერის სავარცხელი ან ჯაგრისი რათა თანაბრად გადაანაწილოთ ცვილი თქვენს ულვაშზე.

გაფრთხილება: ულვაშის ცვილი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. გამოყენებამდე დაუკავშირდით ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის ალერგია.